COVID-19 – სტატისტიკა
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 148 შემთხვევა დასტურდება. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 27 პირი. კარანტინის რეჟიმში 5 392 ადამიანი იმყოფება. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 319.
ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად, იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 766 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში, ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 14 681-მდე გაიზარდა.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით კიდევ 4 585 ადამიანი დაინფიცირდა და მათმა საერთო რაოდენობამ 119 827-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში დაიღუპა. ვირუსით დანფიცირების მიხედვით კი, იტალია აშშ-ის შემდეგ მე-2 ადგილზეა.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 265 ათასს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რიცხვით, აშშ მსოფლიოში პირველ ქვეყანად რჩება.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 6 774 ადამიანი გარდაიცვალა, 11 ათასზე მეტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რიცხვი 57 ათასამდეა, გამოჯანმრთელებულთა კი, — 226 ათასს აჭარბებს.