
ტელეარხ „დოჟდის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის 62 რაიონში COVID-19-ით ინფიცირების 2 558 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 18 ადამიანი. ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებელი 18 328-ს გაუტოლდა. გარდაცვლილთა კი, – 148-ს. გამოჯანმრთელდა 1 470 ადამიანი.
ამჯერადაც, ახალი შემთხვევების უმეტესი ნაწილი (1 355) მოსკოვში დაფიქსირდა. „დოჟდი“ იუწყება, რომ ქვეყანაში 1,3 მილიონი ტესტია გამოყენებული.
ესპანეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე, კორონავირუსით 517 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში, ქვეყანაში გარდაცვლილთა მაჩვენებელი 17 489-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსი 3 477 ადამიანს დაუდგინდა, რაც წინა დღეებთან შედარებით, ნაკლებია.
ესპანეთში მთლიანობაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 169 496-ს მიაღწია.
ამ მომენტისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 862 265 ადამიანი. მსოფლიოს მასშტაბით, ვირუსს 114 980 პირი ემსხვერპლა. 431 673 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.