მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 27-ით გაიზარდა და 566 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5 243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550 პირი.

566 ადამიანიდან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსოფლიოში კი, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით 3 257 660 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 233 416-ია.

worldometers.info-ს მონაცემებით, დაინფიციებულთა და დაღუპულთა რაოდენობით, პირველ ადგილზე აშშ დგას, სადაც კორონავირუსის 1 095 304 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 63 871 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 155 737-ია.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, დაინფიცირებულთა რაოდენობით, ესპანეთი ლიდერობს, სადაც ვირუსის 239 639 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 24 543 და გამოჯანმრთელებულია – 137 984 ადამიანი.

ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული, სადაც კორონავირუსს 27 967 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა – 205 463, გამოჯანმრთელებულთა კი, -75 945-ია.

დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე დგას დიდი ბრიტანეთი, სადაც ვირუსს 26 771 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი, – 171 253-ია.

167 178 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული საფრანგეთში, გარდაცვლილთა რაოდენობა, – 24 376, გამოჯანმრთელებულთა კი, – 49 476-ია.

დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ხუთეულშია გერმანია, სადაც ვირუსის 163 009 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 6 623 და გამოჯანმრთელებულია 123 500 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button