მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომის წაგების შემთხვეში რუსეთი დაიშლება და არსებობას შეწყვეტს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ პუტინი უკრაინაში ომს წააგებს, რუსეთი დაიშლება და ის არსებობას შეწყვეტს.

ინფორმაციას უკრაინული მედია მედვედევის Telegram არხზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა.

„თუ რუსეთი გამარჯვების მიღწევის გარეშე შეწყვეტს თავის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რუსეთი არ იქნება, ის დაიშლება, – აღნიშნა მედვედევმა.

ამასთან, როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, უკრაინაში ომი სავარაუდოდ, დასრულდება „თუ შეერთებული შტატები კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს“.
მისივე თქმით, თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევისთვის, ომი დასრულდება.

„ყველა გონივრული ძალისთვის აშკარაა, რომ თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ მსოფლიო კონფლიქტის ზღვარზე ვართ. თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით. თუ რუსეთი შეაჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ვერ მიაღწევს გამარჯვებას, რუსეთი აღარ იქნება, მას ნაწილებად დაშლიან. თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის, ომი დასრულდება“, – წერს „ტელეგრამში“ დიმიტრი მედვედევი.

მედვედევმა ბაიდენის მიერ გუშინ რუსებისადმი გაკეთებულ განცხადებას, რომ აშშ არ აპირებდა და არ აპირებს რუსეთზე თავდასხმას, „უპატიოსნო და უაზრო” უწოდა.

გარდა ამისა, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა თეთრი სახლის ლიდერის, ჯო ბაიდენის მისამართით გამოიყენა ფრაზები: „მოხუცებულობის დემენცია“ და „უცნაური, დაბნეული გარეგნობის მოხუცი, რომელიც პოლონეთიდან საუბრობს“. ამასთან, მედვედევმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის „მტრული სახელმწიფო, რომელიც რუსეთის მიმართ სიძულვილს ასხივებს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button