მსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა უცხოეთში

ამ დროისთვის, აშშ-ში კორონავირუსით 52 217 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა ქვეყნის სამ შტატში რეგულაციები შეარბილეს. ჯორჯიისა და ოკლაჰომას შატატებში სილამაზის სალონები და სპაცენტრები კვლავ მოემსახურება მოსახლეობას. სხვადასხვა ბიზნესსექტორს შეზღუდვები მოეხსნა ალასკაზეც. ამის შესახებ BBC წერს.

სპეციალისტები გადაწყვეტილებას სახიფათოდ მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, ინფიცირებულთა ახალი ტალღა წარმოშვას. რეგულაციების შერბილების მიუხედავად, ამ შტატების ცალკეულმა ქალაქებმა გადაწყვიტეს, მათთან არსებული რეგულაციები კვლავ ძალაში დატოვონ.

იტალიაში კორონავირუსს უკვე 150 ექიმი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ, ექიმების ასოციაციაზე დაყრდნობით, ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვში ექიმების წილი დაახლოებით, 10%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 192 994 შემთხვევა დაფიქსირდა. 25 969 პაციენტი გარდაიცვალა, 60 498 კი, განიკურნა.

ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსი 478 ადამიანს დაუდგინეს. COVID 19-ს ქვეყანაში კიდევ 8 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 201-მდე გაიზარდა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, სულ ქვეყანაში ინფიცირების 8 125 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 782 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 677-მდე გაიზარდა.

სომხური მედიის ცნობით, გამოჯანმრთელებულია 803 პაციენტი, ბოლო 24 საათს განმავლობაში კი, კიდევ 1 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში, ქვეყანაში COVID 19-ს 28 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 834 366 პირს შეადგენს. გარდაიცვალა 197 409 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 808 023 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button