ანალიტიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

COVID19-ის ვაქცინა დედაქალაქში ხელმისაწვდომი არ არის

ბოლო 2 კვირაა, მედიაჰოლდინგი ჰერეთი ცდილობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვაქცინაციის პლატფორმაზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირებას, თუმცა უშედეგოდ.

ვაქცინაციაზე ადგილები სრულად შევსებულია დედაქალაქში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

ჩვენ წერილობით მივმართეთ სამინისტროს.

სამინისტრო ირწმუნება, რომ თავისუფალი ადგილები Sinovac-ზე რეგისტრაციისთვის არსებობს:

“მოგახსენებთ რომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შემოსული იქნა თქვენი წერილი COVID -19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით. წერილის პასუხად გაცნობებთ რომ, თქვენ და თქვენმა თანამშრომლებმა რეგისტრაცია (იდივიდუალურად ან ორგანიზებული სახით) ვაქცინაციაზე შესაძლებელია განახორციელოთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის მოქალაქის სარეგისტრაციო რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში booking.moh.gov.ge და ამ ეტაპისტვის ჯავშანი გააკეთონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vero Cell), ინაქტივირებული (Sinovac)-ზე. – ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია 17 მაისს აცხადებდა, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის პრიორიტეტული ვაქცინაცია დაიწყო,თუმცა ამ დრომდე არაერთ მედიასაშუალების წარმომადგენლებს ვაქცინაცია არ გაუვლიათ, მათ არც სამინისტროდან დაკავშირებიათ ვინმე.

1 ივნისს, თამარ გაბუნიამ განაცხადა რომ, “მასიური და უფრო გაფართოებული ვაქცინაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ჩვენ ზაფხულის ბოლოსკენ მივიღებთ ყველა დაგეგმილ დოზას, რაც ამჟამად მოსალოდენლია რომ მივიღოთ”

„ვაქცინაციის პროგრამა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის გვაქვს გახსნილი. ანუ, აქ მასიური ვაქცინაციის პირველი ნიშანი გარკვეულწილად უკვე სახეზეა. მასიური და უფრო გაფართოებული ვაქცინაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ჩვენ ზაფხულის ბოლოსკენ მივიღებთ ყველა დაგეგმილ დოზას, რაც ამჟამად მოსალოდენლია, რომ მივიღოთ. მათ შორის ვგულისხმობ მილიონ დოზა „ფაიზერს“, რაზეც მუშობა მიდის, ასევე „სინოფარმის“ დამატებით დოზებს. უკვე გვექნება საშუალება, რომ ყველა მოქალაქეს, ვინც დღეს ვაქცინას ელოდება და შესაძლოა გარკვეული უპირატესობის გამო ან არჩევანის შესაძლებლობის გამოც, ჰქონდეს შესაძლებლობა გააკეთოს არჩევანი და ჩაერთოს აქტიურად პროგრამაში.

ჩვენ დღეში დაახლოებით უნდა ავცრათ 15-16 000 პირი. ვაქცინების საჭირო რაოდენობა, რომლის მობილიზებაც უნდა გავაკეთოთ დაახლოებით არის 4 მილიონამდე. გარანტირებულად მისღები ვაქცინები რაც გვაქვს დაგეგმილი ასეთია – დაახლოებით ნახევარი მილიონი არის დამატებით საჭირო, რომ მოხდეს მობილიზება. საუბარი მაქვს ორმხრივ ხელშეკრულებებზე, „კოვაქსის პლატფორმაზე“ და აშ. ყველაფერი ეს ქმნის უკვე სექტემბრისთვის ვაქცინების საკმარის რაოდენობას იმისათვის, რომ ჩვენ დაახლოებით 55%-ის მოცვა შევძლოთ. დარჩენილ 5%-ის მობილიზებაზეც მუშაობა მიდის და ვფიქრობ, ამ მხრივ პრობლემები არ იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება კოვიდ-პასპორტებს, როგორც გაბუნიამ განმარტა, ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა და „ივნისის ბოლოსკენ პროდუქტი უკვე დასრულებული გვექნება“.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button