დააკავეს კომპანია “სვეტის” დირექტორი გივი ჯიბლაძე

კომპანია “სვეტის” დირექტორი, გივი ჯიბლაძე დაკავებულია.
დღეს მის საცხოვრებელ სახლში ფინანსური პოლიცია იმყოფებოდა. დაკავებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
„სვეტს“ ნებართვის გარეშე მშენებლობებს ედავებიან, რის გამოც კომპანიას მერიამ ყველა ობიექტის მშენებლობის უფლება შეუჩერა. „სვეტს“ ათეულობით მეანაბრის დავალიანება აქვს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სვეტი დეველოპმენტიდან“ ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. გამოძიება საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი თანხების სავარაუდო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს.
დაზარალებული მენაშენეები რამდენიმე თვის განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2″კი წერს, რომ ჯიბლაძის დაკავებას წინ უძღვოდა სკანდალური სტატიის გამოქვეყნება გაზეთ „ქრონიკა პლუსში“.
ჟურნალისტმა ელისო კილაძე გამოაქვეყნა გივი ჯიბლაძის ხელნაწერი, სადაც ის თავად წერდა, ვის და რა ოდენობის ქრთამს აძლევდა ხელისუფლებიდან ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ.
ხელნაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ადრესატი და თანხის მიმღები იყო სუს-ის მოქმედი მაღალჩინოსანი, გრიგოლ ლილუაშვილი.