მნიშვნელოვანისაქართველო

დააკავეს ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე

ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიას და მისი მოადგილე გია გულორდავას გამოძიება 21 ათას 500 დოლარის ქრთამის აღებას ედავება.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საუბარია გულუას ბაღისა და ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომელთა აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მერმა და მისმა მოადგილემ მოქალაქეს ქრთამი მოსთხოვეს. გულორდავასა და გოგიას მოქალაქემ 21 ათას 500 დოლარი ჩაურიცხა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ ქალაქის ცენტრში მდებარე გულიას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით 11 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 ათასი აშშ დოლარი განკუთვნილი იყო რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 ათასი დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 ათასი ამერიკული დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივლისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების სახელოზე საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია,“-განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში,”-განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მოუსმინეთ სუს-ში გამართული ბრიფინგის ჩანაწერს ►

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

სექტემბერში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება.

ჩანაწერში ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი.
თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ლაშა გოგია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სამეგრელოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button