მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

როგორ პასუხობს ღარიბაშვილი “ნამოხვაჰესის” მოწინააღმდეგეთა ულტიმატუმს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ნამოხვაჰესის” მოწინააღმდეგეთა ულტიმატუმს ეხმაურება. ღარიბაშვილის თქმით, “ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია”.

“ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა… ჩვენ, ასევე, შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს დიალოგი… კითხვები არ უნდა არსებობდეს. თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორს… ულტიმატუმებით საუბარი არის კატეგორიულად მიუღებელი. ულტიმატუმებით საუბარი არის ბნელი 90-იანების გადმონაშთი”, – თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელიუსფლებას ვადა 24 მაისის 12 საათამდე მისცეს. ისინი ითხოვენ, კომპანია “ენკამ” დატოვოს რიონის ხეობა, ასევე გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.

მოთხოვების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები უკვე დედაქალაქის პიკეტირებით იმუქრებიან

მსგავსი პოსტები

Back to top button