“დაბრუნება ევროპიაში” – ახალი რადიოპროექტი თბილისზე

2 მაისს, 16 საათიანი ახალი ამბების დასრულებისთანავე, უსმინეთ სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ ახალ გადაცემას „დაბრუნება ევროპიაში“.

პროექტის ავტორი და წამყვანები – ემზარ ჯგერენაია და გიორგი საბანაძე საინტერესო ინტელექტუალურ თოქშოუს გვპირდებიან.

გიორგი საბანაძე : „დაბრუნება ევროპიაში“ არის ნოვა სოსიეტასი და სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის ახალი პროექტი, რომელიც ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება.

გადაცემის მთავაზი მიზანია, საზოგადოებას გავაცნოთ მეცხრამეტე საუკუნის პრესაში დაფიქსირებული ევროპული მოდელის და ევროპა-საქართველოს ურთიერთობის ფაქტები.

თითქმის 6 თვის მანძილზე, მე და ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ვიკვლევთ მეცხრამეტე საუკუნის პრესას და ვამზადებთ მასალას იმ გადაცემისთვის, რომელიც 2 მაისიდან აიღებს სტარტს.“
„დაბრუნება ევროპიაში“ ყოველ სამშაბათს, 16 საათიანი ახალი ამბების დასრულებისას გავა ეთერში.

გვისმინეთ თბილისში – „რადიო თბილისი FM 93.5“ , ხოლო კახეთში „რადიო ჰერეთს“ ტალღაზე 102.8 FM

მოუსმინეთ გადაცემის პრომოს:

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button