დადგენილია 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში მოკლული 29,217 რუსი სამხედროს სახელები
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

BBC-ის და Mediazona-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში მოკლული 29,217 რუსი სამხედროს სახელები. მათ შორის სულ მცირე 870 მოკლულია მას შემდეგ, რაც 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინის კონტრშეტევა დაიწყო.
მკვლევართა თქმით, დაღუპულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა სულ მცირე ორჯერ მეტი იყოს.
ჟურნალისტებმა გამოიყენეს ღია წყაროები, მესიჯები, ოფიციალური პირების განცხადებები, მედიაში გავრცელებული ცნობები და ოჯახების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
სახელები მოიცავს რუსეთის არმიის რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის ორ გენერალს და 10 პოლკოვნიკს.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 5 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 249 110
ტანკი – 4 232
ჯავშანტექნიკა – 8 251
საარტილერიო სისტემა – 4 943
სარაკეტო სისტემა – 704
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 466
თვითმფრინავები – 315
ვერტმფრენი – 311
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 116
საკრუიზო რაკეტები – 1 347
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 372
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 730.