დადგენილია იმ რუსი სამხედროების ვინაობა რომლებმაც კორპუსი ააფეთქეს
მოსკოვმა და მინსკმა ბელარუსში სამხედრო საავიაციო წვრთნები დაიწყეს

დღეს, 16 იანვარს, რუსეთმა და ბელარუსმა დაიწყეს ერთობლივი საჰაერო-ტაქტიკური სწავლება, რომელშიც ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების საავიაციო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. მისი ინფორმაციით, წვრთნებში ჩართული არიან რეგიონული დაჯგუფების შემადგენლობაში მყოფი ქვედანაყოფები. რუსეთის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობს საჰაერო-კოსმოსური ძალების საჯარისო ფორმირება.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ერთობლივი წვრთნისთვის, რომელიც მოიცავს საჰაერო დაზვერვას, პატრულირებას, საავიაციო მხარდაჭერას და ტაქტიკური დესანტის გადასხმას, გამოყენებული იქნება რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ყველა აეროდრომი და პოლიგონი.
ბელარუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ომში კრემლის მოკავშირეა. რუსეთი საბრძოლო მოქმედებებისთვის ბელარუსის ტერიტორიასაც იყენებს.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა რუსი სამხედროები, რომლებიც 14 იანვარს დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმაში მონაწილებდნენ.
“ყოველ რუსულ სამხედრო დანაშაულს ჰყავს კონკრეტული დამნაშავე. უშიშროება დაადგენს და გამოაქვეყნებს ყველას დეტალებს სახელით – რათა არც ერთი მკვლელი არ გადაურჩეს სასჯელს. დაე, ყველა ვინც ამგვარ დანაშაულებშია ჩართული, ყოველ წუთს დაელოდონ შურისძიებას.. სპეცსამსახურმა უკვე შეაგროვა მტკიცებულებების უზარმაზარი სია საერთაშორისო სასამართლოებისთვის და ომის ყოველი ახალი დღე აფართოებს და ავსებს მას”, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა.
წინასწარი მონაცემებით, დანაშაულში ჩართული იყო რუსეთის რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის:
52-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო პოლკის მეთაური (სამხედრო ნაწილი 33310), პოლკოვნიკი ოლეგ ტიმოშინი, დაბადებული 1971 წლის 21 ივნისს
52-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო პოლკის საავიაციო რაზმის მეთაური, მაიორი ივანენკო ოლექსი სერჰიევიჩი, დაბადებული 1987 წლის 8 თებერვალს
საავიაციო ჯგუფის საავიაციო ესკადრილიის შტაბის უფროსი დიმიტრო გოლენკოვი, დაბადებული 1978 წლის 1 სექტემბერს
52-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო პოლკის ნავიგატორი გრიგორიევი დენის ანატოლიევიჩი, დაბადებული 1982 წლის 7 ივნისს
52-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო პოლკის ნავიგატორი ნაზიროვი დინარი, დაბადებული 1985 წლის 3 ივლისს
52-ე მძიმე დაბომბვის საავიაციო პოლკის საავიაციო იარაღის ინჟინერი პოცელუევი ევჰენი, დაბადებული 1980 წლის 16 ივნისს.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს რუსმა ოკუპანტემა დნიპროში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, დაიღუპა 40 ადამიანი, მათგან 3 ბავშვია.