სპორტ-ნიუსისპორტი

დაძაბულობა ვარსკვლავებში და ორ ბანაკად გაყოფილი პსჟ

ფრანგულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ,რომლის თანახმადაც ვარსკვლავებით დახუნძლულ პარი სენ-ჟერმენში ვითარება ფეხბურთელებს შორის საკმარისზე მეტად დაძაბულია.

პარიზული გრანდი ორადაა გახლეჩილი. ამას ისიც ემატება,რომ გუნდის აფმინისტრაცია მოთამაშეების მიმართ არათანაბარ ყურადღებას იჩენს.

ერთ ჯგუფში არიან ესპანურენოვანი ფეხბურთელები,რომელთა სათავეში ლიონელ მესი და ნეიმარი დგანან.მეორე,ფრანგულენოვან დაჯგუფებას კილიან მბაპე და აშრაფ ჰაკინი ხელმძღვანელობენ.

გარდა ამისა,კონკურენცია და დაძაბული სიტუაციაა მეკარეებს შორის. დონარუმასა და კეილორ ნავასს ერთმანეთის მიმართ ხშირად არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ.იმიტომაა,რომ ხან ერთი გოლკიპერი თამაშობს და ხან – მეორე.

ასე,რომ ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად,პარიზულ კლუბში სულაც არაა სიტუაცია იდეალური.პირიქითაც,კი.

შეგახსენებთ,რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პსჟ- მ მეორე ადგილზე დაამთავრა.მერვედფინალში კი მისი მეტოქე კენჭისყრის მიხედვით მადრიდის სამეფო კლუბია.

მსგავსი პოსტები

Back to top button