მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დაძლეულია თუ არა კორონავირუსის მესამე ტალღა-რა რისკებზე საუბრობენ ეპიდემიოლოგები

დღეიდან კოვიდპანდემიის პირობებში ამოქმედებული რეგულაციების შემსუბუქების ფონზე ეპიდემიოლოგები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

“იხსნება კიდევ რეგულაციები, ეს ეხება სახმელეთო საზღვრებს, სადაც დაახლოებით იგივე წესები იმოქმედებს, როგორც საჰაერო საზღვრებში.

ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკებს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, მით უმეტეს როცა ჯერ მესამე ტალღა არ არის მთლიანად დაძლეული, მხოლოდ პიკმა გადაიარა, მაგრამ მესამე ტალღა გრძელდება. უნდა ზედმიწევნით შევასრულოთ რეგულაციები და პირველ რიგში ყველამ ვატაროთ პირბადეები,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღეიდან , 1 ივნისიდან კვების ობიექტები დახურულ სივრცეებშიც იმუშავებენ. ისევ აკრძალულია ქორწილების, წვეულებებისა და ქელეხების გამართვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 25 მაისს მიიღო. მიზეზად ტურისტული სეზონის დაწყება დასახელდა.

დღეიდან იხსნება ასევე სახმელეთო საზღვრები . ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

“საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ, რაც ამოქმედდება 1-ლი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ასევე Pშღ უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PSR ტესტის უარყოფითი პასუხით, ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ცაიტარონ PSR ტესტი”, – თქვა გიორგი ღიბრაძემ.

ძალაში რჩება კომენდატის საათი 23:00-დან 05:00 საათამდე .

მსგავსი პოსტები

Back to top button