მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა-ირაკლი ღარიბაშვილი

წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ-ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო გამართულ მასშტაბურ აქციას

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ქვეყანაში ვერასდროს შედგება.

“რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი, წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასდროს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში. ამ ადამიანის ტრაგედიის გამოყენება სცადეს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”, – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობის მიზნით.

მსგავსი პოსტები

Back to top button