დაღესტანში დაკავებული პირები ლაგოდეხში დაკარგულები აღმოჩნდნენ [Audio]
დაღესტანის რესპუბლიკაში დაკავებული 3 მამაკაცი, რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის მთებიდან გაუჩინარებული ლევან ჯალალოვი, ავთო და დათო სამხარაძეები აღმოჩნდნენ – ეს ინფორმაცია რადიო “ჰერეთს” ლაგოდეხის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაუდასტურა.
გამგებლის თქმით, საგარეო უწყებამ ოფიციალურად დაადგინდა, რომ დაკავებულები ქართველები და ლაგოდეხის მთებში დაკარგულები არიან.
ინფორმაციის დაზუსტებამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ დაღესტანში დაკავებული პირები შესაძლოა ლაგოდეხში, მდინარე კაბალის ხეობაში 28 დეკემბერს გაუჩინარებული პირები ყოფილიყვნენ.
4 მამაკაცი ტყეში სანადიროდ 28 დეკემბერს წავიდა. ერთი მათგანი გიორგი თურქაძე სახლში სამი დღის შემდეგ დაბუნდა. საქართველოს შს სამინისტრო დანარჩენებს ამ დრომდე ეძებდა. ძებნის ოპერაციაში ჩართული იყვნენ სამაშველო ბრიგადები და შს სამინისტროს ვერტმფრენი.
კახა ჯამბურია_ლაგოდეხის გამგებელი_ხმა