მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დაღესტნში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

რუსეთმა ტერორისტული აქტები დაგმო თუმცა საქმეში ამჯერადაც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" ჩაერთო, რომელმაც "კავკასიელი ძმები" მომხდარის გამო შეაქო

დაღესტანში თავდასხმების მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. თავდასხმების შედეგად კი, საერთო ჯამში, 46 ადამიანი დაშავდა . რუსული მედიის ინფორმაციით, შვიდი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
”სამწუხაროდ, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცავები და მშვიდობიანი მოქალაქეები”, – აღნიშნა მინისტრმა. ზოგიერთი დაშავებული მკურნალობის გასაგრძელებლად, შესაძლოა, დაღესტნის ფარგლებს გარეთ არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანონ. დაღუპულთა შორის არიან სამართალდამცველები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ერთი სასულიერო პირი.

რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა თავდამსხმელთაგან ხუთი მოკლეს. მათი ვინაობა უკვე დადგენილია. სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის“, „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, გადატანის“ და „ცეცხლსასროლი იარაღის ქურდობის“ მუხლებით აღიძრა.
მაჰაჩყალასა და დერბენტში მომხდარი თავდასხმები რესპუბლიკის ადგილობრივმა მთავრობამ ტერორისტულ აქტებად შეაფასა.

დაღესტანში ტერორისტულ თავდასხმებს 15-ზე მეტი პოლიციელი ემსხვერპლა, ასევე დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, – ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა, სერგეი მელიკოვმა განაცხადა.

„ტერაქტის მსხვერპლი 15-ზე მეტი პოლიციელი გახდა, რომლებიც იარაღით ხელში იცავდნენ დაღესტნის სიმშვიდეს“, – განაცხადა რეგიონის მელიკოვმა.

მისი თქმით, რესპუბლიკაში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

მელიკოვის ინფორმაციით, სიტუაციას სამთავრობო უწყებები და სამართალდამცავები აკონტროლებენ და სამძებრო-ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდება მანამ, სანამ ყველა მონაწილე არ გამოვლინდება.

შეგახსენებთ, გუშინ შეიარაღებულმა პირებმა დერბენტში სინაგოგასა და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად შენობებში ხანძარი გაჩნდა. თითქმის პარალელურად, ცნობილი გახდა მახაჩყალაში საგზაო პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შესახებ. გარდა ამისა, კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა სოფელ სერგოყალაში, სადაც თავდამსხმელებმა პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

რესპუბლიკაში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული. დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის“ მუხლით აღძრა.

ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, განეიტრალებულია ხუთი ბოევიკი : ორი დერბენტში და სამი მახაჩყალაში. მელიკოვის თქმით, ლიკვიდირებულია ექვსი თავდამსხმელი.
რუსეთმა ტერორისტული აქტები დაგმო. კრემლმა თითი ისევ დასავლეთისკენ გაიშვირა. თუმცა, მარტში მოსკოვში განხორციელებული თავდასხმის მსგავსად, საქმეში ამჯერადაც ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” ჩაერთო, რომელმაც “კავკასიელი ძმები” მომხდარის გამო შეაქო. ომის კვლევის ინსტიტუტმაც დაღესტანში მომხდარი ტერაქტის უკან ხორასნის ვილაეთის ქვედანაყოფი დაინახა

მსგავსი პოსტები

Back to top button