საქართველოსიახლეები
დაგროვებითი პენსიის რეფორმის განხილვა
სააგენტოსა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა დღეს დაგროვებითი პენსიის რეფორმა განიხილეს.
დაგროვებით საპენსიო რეფორმაში მონაწილეობა სავალდებულოა საქართველოს ყველა დასაქმებული მოქალაქისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს ჯერ არ იყო 40 წლის, თვითდასაქმებულებისთვის კი ასაკის მიუხედავად ნებაყოფლობითია.
საპენსიო ასაკამდე ნებისმიერ მოქალაქეს საკუთარი ანგარიშების შემოწმება სპეციალური პროგრამის საშუალებით შეეძლება.
მოისმინეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის ხმა.