მნიშვნელოვანი

,,დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი, განწირულია წარუმატებლობისათვის“

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, ოთარ სირაძის განცხადებით, ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი დასაწყისშივე განწირულია, რადგან საჭირო რაოდენობის მოქალაქეების ჩართულობას ვერ უზრუნველყოფს და შესაბამისად, ფონდში თავმოყრილი თანხები, რეფორმის მიზნებს ვერ გაწვდება. ოთარ სირაძის თქმით, პრობლემას წარმოადგენს ფონდში შეტანილი თანხების განკარგვაც – „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ არსებობს რისკი, მთავრობამ თანხები ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად გამოიყენოს და მისი ფონდში დაბრუნება ვეღარ უზრუნველყოს.

ოთარ სირაძის თქმით, შეთავაზებული საპენსიო რეფორმა ასევე მოიცავს არაფორმალური დასაქმების და ჩრდილოვანი ეკონომიკის ჩამოყალიბების რისკს. პარტია კანონპროეტის მხარდაჭერას არ აპირებს და საპენსიო რეფორმის შესახებ საკუთარ ხედვას, უახლოეს დღეებში პრეზენტაციის სახით წარადგენს.

მოიმინეთ ოთარ სირაძის ხმა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button