მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დაიხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი

ნინოწმინდის პანსიონის დახურვას საპატრიარქოში გამორიცხავენ. საპატრიარქოს იურისტის განმარტებით, პროცესი კონტროლზეა აყვანილი

“პროცესები, რაც ადგილზე იყო ნინოწმინდაში, აყვანილია სრულიად კონტროლზე, ერთობლივად მიმდინარეობს იქ სამუშაო ვითარება, რომ შესწავლილი იქნას, ყოველი ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობა, რა არის მისთვის უკეთესი, ოჯახური გარემო, პანსიონში დარჩენა დროებით, თუ სხვა ფორმები.
სამუშაო ვითარება მთლიანად უკვე გადმოვიდა თბილისში. პანსიონის დახურვა, როგორ ასეთი, არ იგეგმება, თუ რაიმე გადაცდომას წარსულში ადრე ჰქონდა ადგილი, ამას ვსწავლობთ, შევაფასებთ და ყველა გადაცდომისათვის მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება,” – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თითოეულმა ბავშვმა.

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში.

მსგავსი პოსტები

Back to top button