Daily Mail-მა ანჯელინა ჯოლის ახალი სახლის ვიდეო გამოაქვეყნა [Photo/video]

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ანჯელინა ჯოლიმ 7 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი იჯარით აიღო და ყოველთვიურად ქირის სახით 30 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს.

იქ ჯოლი, ბრედ პიტთან განქორწინების პროცესის დასრულებამდე, თავის 6 შვილთან ერთად დასახლდა, – გვაცნობებს Daily Mail.
სახლი ლოს-ანჯელესის ოლქში Hidden Hills-ის დახურული კომუნის ტიპის დასახლებაში მდებარეობს.
სახლის ტერიტორიაზე, რომლის ფართი 743 კვადრატულ მეტრს მოიცავს, განთავსებულია 2 აუზი და კასკადური ჩანჩქერი.
როგორც ტაბლოიდი აღნიშნავს, ჯოლის მეზობლად კიმ კარდაშიანი, ჯენიფერ ლოპესი და სხვა ცნობილი პიროვნება ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლივუდისვარსკვლავები, ჯოლი და პიტი ანჯელინას პოლიტიკური ამბიციების გამოეყრებიან. გაზეთები წერენ, რომ ჯოლი გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოცნებობს. მან საკუთარი მიზნის მისაღწევად 2 მრჩეველი დაიქირავა. ანჯელინა ჯოლი და ბრედპიტი 2014 წლის აგვისტოს თვეში ოფიციალურად დაქორწინდნენ. მათ ერთმანეთი 2004 წელს გაიცნეს, როცა ფილმ „მისტერ და მისის სმიტ“-ში დაიწყეს გადაღება და მასშემდეგ ერთად ცხოვრობდნენ. ვარსკლავურ წყვილს 6 შვილი ჰყავს – 3 საკუთარი და 3 ნაშვილები.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”44034″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button