მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

დაინიშნებიან თუ არა სკოლის დირექტორები, არჩევნებში აქტიურობის მიხედვით

 

ექვსწლიანი ვადის ამოწურვის გამო,  კახეთის საჯარო სკოლების  დირექტორების ნაწილი, მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და გამოცდების ჩატარებას ელოდება.

ერთ- ერთი საჯარო სკოლის დირექტორი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ დირექტორების შერჩევის კრიტერიუმები, ჯერ არავინ იცის.

“ამ ეტაპზე დირექტორი მოვალეობას ვასრულებთ. ჯერ არავინ იცის, რა ნიშნით  შეარჩევენ დირექტორებს. გამოცდა უნდა დაინიშნოს, მერე გასაუბრება, კონკურსი, შემდეგ სამეურვეო საბჭო. ვნახოთ, რა მოხდება, ხანგრძლივი პროცესია და არც გამოვრიცხავთ, საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნებში აქტიურობას უკავშირდებოდეს ” – განაცხადა დირექტორმა, რადიო ჰერეთთან.

გადწყვეტილია თუ არა, დირექტორებისათვის გამოცდებისა და კონკურსის ჩატარების ვადები, საკითხის გარკვევას რადიო ჰერეთი , საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში შეეცადა, თუმცა  ჰერეთის სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს სამინისტროში არ უპასუხეს.

დღევანდელი მდგომარეობით, თანამდებობაზე ექვსწლიანი ვადა ამოეწურა, ნაწილს დეკემბრის თვეში ეწურება, ლაგოდეხის 14, სიღნაღის – 14, ყვარლის- 14, ახმეტის მუნიციპალიტეტის- 11 საჯარო სკოლის დირექტორს.

მსგავსი პოსტები

Back to top button