მნიშვნელოვანისაქართველო

დაისვენეთ, ქმარს მიხედეთ – ღარიბაშვილის სექსისტური მიმართვა სანდრა რულოვს

ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიმართ სექსისტური განცხადება გაავრცელა. ღარიბაშვილი რულოვსს ურჩევს, რომ დაისვენოს და ქმარს მიხედოს.

“მე მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენეთ, მე მას ვურჩევდი, რომ მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ქვეყანას”, — ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გადაცემა იმედი LIVE-ში ისაუბრა.

გარდა ამისა, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ ბრძოლაში თავისი ცოლი გამოუშვა, რითაც “ყველაფერი ნათქვამია”.

19 მაისს ზუგდიდში მერობის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ცესკოს განცხადებით, პირველივე ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, გეგა შენგელიამ გაიმარჯვა. ხმების დათვლის შემდეგ, შენგელიამ მიიღო ხმების 54,18 პროცენტი, ხოლო სანდრა რულოვსმა — 42,84 პროცენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button