მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დაჯგუფება “ჰეზბოლამ” ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ისრაელის მხარეს სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით სარაკეტო იერიში ისრაელის მიერ ლიბანურ სოფელ ჩამააზე განხორციელებულ დარტყმაზე პასუხი იყო.

„ჰეზბოლას“ განცხადებით, სარაკეტო იერიში იყო ისრაელის მიერ მანამდე ლიბანურ სოფელ ჩამააზე განხორციელებულ დარტყმაზე პასუხი. ისრაელის დარტყმას ოთხი სირიელი ემსხვერპლა, ლიბანის რამდენიმე მოქალაქე კი დაშავდა.

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ სამხრეთ ლიბანში ავიაგამანადგურებლების გამოყენებით დაბომბეს „ჰეზბოლას“ სარაკეტო დანადგარი, რომელიც დაჯგუფებამ მანამდე ისრაელზე სარაკეტო იერიშისთვის გამოიყენა.

ამავდროულად ისრაელი აცხადებს, რომ ტერორისტულ დაჯგუფება “ჰამასთან” , “ჰეზბოლასთან”” და ირანთან კონფლიქტის ნებისმიერ სცენარზე საპასუხოდ მზადაა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ძალიან მაღალი დონის მზადყოფნაშია ნებისმიერი გამოწვევისთვის, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი თვალსაზრისით.

ისრაელი მზად არის “შორს წავიდეს”, რათა დაარტყას ნებისმიერს, ვინც თავს დაგვესხმება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ სამხედროებთან საუბარში განაცხადა.

“ისინი, ვინც თავს ესხმიან ისრაელის მოქალაქეებს, ვინც თავს ესხმიან ისრაელის სახელმწიფოს – ჩვენ მზად ვართ შორს წავიდეთ, ვიცით როგორ უნდა დიდი ძალისხმევის ჩადება ძალიან ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისთვის, თავდასხმისთვის და, ასევე, რისკებზე წასვლისთვის…

დავარტყით ბეირუთში და ვურტყამთ ღაზაში, ძალიან ძლიერები ვიქნებით თავდაცვაში და ასევე ძალიან ძლიერად დავარტყამთ” , – განაცხადა ჰალევიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button