დაკარგულ ვეფხვს ისევ ეძებენ

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი.

სვანიძის ქუჩაზე, მზიურსა და ზოოპარკში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ასევე მტკვარზეც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და უკვე მიმდებარე პერიმეტრი სუფთავდება, საიდანაც ასევე გააქვთ წყალდიდობის შედეგად ჩამოტანილი ხე-ტყე.

მსგავსი პოსტები

Back to top button