დაკარგულთა ოჯახები სამაშველო სამუშაოების განახლებას ითხოვენ [Audio]
ლაგოდეხის მთებიდან დაკარგული ახალგაზრდების დაღესტანში დაკავების ფაქტს შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროები არ ადასტურებენ.
ოჯახის წევრები კი ამ უწყებების განცხადებას ეხმაურებიან და რადიო “თბილისთან” საუბარში ამბობენ, რომ “დაღესტანში ახლობლებს დაუკავშირნენ, სამივე მონადირის პირადობის ნომრები გადასცეს და გაარკვიეს, რომ დაკავებულები ნადვილად მათი ჯახის წევრები არიან და ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან”.
ოჯახის წევრები შსს მიმართავენ, რომ “რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან სასაზღვრო პოლიციის მიერ დაკავებული პირების ვინაობა გაასაჯაროონ და პარალელურად სამძებრო სამუშაოები განაახლონ”.
მოუსმინეთ დაკარგულთა ოჯახის წევრებს