დაკავება ალკოჰოლური სასმელების უაქციზოდ რეალიზაციისთვის – დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით  ალკოჰოლური სასმელების უაქციზოდ რეალიზაციისთვის 2 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  “გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები ახდენდნენ მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას, რითაც თავს არიდებდნენ კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას”.

საგამოძიებო უწყების ინფრმაციით, ბრალდებულები 2017 წლის 9 მარტს დიდი ოდენობით კონიაკი Hennessy X.O-ს რეალიზაციისას დააკავეს.  უაქციზო კონიაკი საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button