დაკავება დედოფლისწყაროში

შსს-ს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
გამოძიების მტკიცებით, “ბრალდებულებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, თი-ბი-სი ფეის ინკასაციის 2 თანამშრომელი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს, 38 025 ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა გაიტაცეს და მიიმალნენ”.
სამართალდამცველებმა, ორივე პირი დედოფლისწყაროში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი – 16 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.
უწყება ამბობს, რომ ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.