დაკავება კანონიერი ქურდობის ბრალდებით

სამართალდამცველებმა კანონიერი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული 1999 წლიდან ე.წ. “ქურდულ სამყაროში” აღიარებულია “კანონიერ ქურდად”.
დაკავებული 2004 წლიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. “ქურდულ გარჩევებში”. გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.