დაკავება ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სხვადასხვა დანაშაულებისთვის წარსულში არაერთხელ ნასამართლევი ალექსანდრე დემეტრაშვილი, მარიამ ბაშარული და გიორგი ჩუბინიძე დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებულები თბილისში არსებულ სხვადასხვა ობიექტებში სისტემატიურად ახდენდნენ მათ მიერ კუსტარული წესით დამზადებული, ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე ყალბი 20-ლარიანი კუპიურების გასაღებას.

“გამოძიების ამ ეტაპზე დადასტურებულია რომ ჯგუფურად, 222 ცალი ყალბი 20-ლარიანი კუპიური გასაღდა. ბრალდებულებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით”

მსგავსი პოსტები

Back to top button