კრიმინალისაქართველოსიახლეები
დაკავება, რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.ძ., ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კანის ფერის გამო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კამერუნის მოქალაქეს,” – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარეობს.