საქართველოსიახლეები

„ეს კანონმდებლობა მე არ მეხება”

სალომე ზურაბიშვილი საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება.

საუბარია ცვლილებებზე, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების და კონპენსაციის გარეშე გაათავისუფლოს.

ოპოზიცია ამბობს, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილის სურვილს უკავშირდება აღნიშნული ცვლილებები, რადგან მას სურს რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები, საკუთარი გარემოცვის დასასაქმებლად გაათავისუფლოს.

თავად სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ იდეა კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მას არ ეკუთვნის. მისივე თქმით, ჯერ არც ის აქვს გადაწყვეტილი, როგორ დააკომპლექტებს ადმინისტრაციას.

მოისმინეთ სალომე ზურაბიშვილის ხმა.

აღნიშნული კანონპროექტის შესაბამისად, მარგველაშვილის ადმინისტრაციის 114 თანამშრომელს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება.

კანონპროექტის განხილვა დროებით შეჩერებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button