მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პანკისში კიდევ ერთი აქცია გაიმართა

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდების განთავისუფლების მოთხოვნით, პანკისის ხეობაში აქცია უკვე მესამედ ჩაატარეს.

სოფელ დუისის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულების ოჯახის წევრები და ნათესავები შეიკრიბნენ და ახალგაზრდების დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო- მტკიცებულებას, სადაც დაკავებულები ისლამური სახელმწიფოს წევრობას ადასტურებენ და ფიცს დებენ,აქციის მონაწილეები, ახალგაზრდებს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

ადგილობრივების შეფასებით, დაკავება ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლება მათგან, ხმების გამოძალვას ცდილობს.

შეგახსენებთ, სოფელ დუისსა და ქორეთში, 5 ადგილობრივი, 24 აგვისტოს დააკავეს.
ხუთივე მათგანს ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ედება ბრალად.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

წინა სასამართლო სხდომა, სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

მსგავსი პოსტები

Back to top button