მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დაკავებული აქტივისტები ხელწერილით გაათავისუფლეს

“ქართული ოცნების” ოფისთან 10 მარტს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები ხელწერილით გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი კი 17 მარტს ჩაინიშნა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატებმა თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა მოპოვებისთვის გონივრული ვადა ითხოვეს.

“ჩვენ მართლები ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, ბევრი ჩანაწერი გვაქვს, რომელიც ჩვენს უდანაშაულობას ამტკიცებს”, – ამბობენ აქტივისტები.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო აქციაზე 6 აქტივისტი გუშინ დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად.
აქცია უმრავლესობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა.

მოძრაობას თავისუფლებისთვის ადგილზე ჰქონდათ მიტანილი საპროტესტო პლაკატები და შეძახილებით აცილებდნენ მანქანებს, რომლებიც ოფისში შედიოდნენ და გამოდიდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button