დაკავებულია 10 “ლგბტ” აქტივისტი

დაკავებებით დაიწყო ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა თბილისში. გამთენიისას სამართალდამცველებმა ათი ლგბტ აქტივისტი დააკავეს.

სიყვარული თანასწორია – ამ შინაარსის წარწერებს ისინი საპატრიარქოს ღობის კედელზე აკეთებდნენ. მათ ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებენ. რამდენიმე ადამიანს კი დამატებით, პოლიციის დაუმორჩილებლობასაც ედავებიან, რომელიც 15 დღიან პატიმრობას ან 250-დან 2 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ათივე დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. ლგბტ აქტივისტების დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დაკავებულების საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებს.

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button