დაკავებულმა დეკანოზმა შიმშილობა შეწყვიტა

ე.წ. “ციანიდის საქმის” ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა.

ადვოკატების ინფორმაციით, მამალაძემ პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მოთხოვნის შესრულების შემდეგ მიიღო. ის მოძრვართან შეხვედრას და აღსარების უფლებას ითხოვდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button