მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
დაკვამლიანება მეტრო “პოლიტექნიკურში”

მეტრო “პოლიტექნიკურში”დაკვამლიანება იყო. რადიო “თბილისის” ინფორმაციით, მეტროს სადგურთან 5 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, დაკვამლიანება 18:53 საათზე მოხდა, დაზიანდა ერთ-ერთი ელექტროაგრეგატი.
“მეტრო პოლიტექნიკურის” ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. დაშავებული არავინაა, მგზავრები მეტროდან ამოყვანილი არიან. მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს პერიმეტრის გადამოწმება”. – განაცხადეს უწყებაში.
უსაფრთხოების ზომებიდან გამოიმდინარე, საბურთალოს ხაზი დროებით დაიხურა.