კრიმინალი

„დაკვირვების მედდა იქნება, რომელიც უკვე აცრილ პაციენტებს დააკვირდება“

რამდენიმე დღეში რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში გაშლილ კარვებში სამედიცინო პერსონალი განთავსდება, რომელიც ვაქცინირებულ პაციენტებს დააკვირდება. ამის შესახებ ნოდარ ჩიმაკაძემგანცხადება გააკეთა.

„ამ ეტაპზე, ვაქცინაციისთვის მისულ პირს რიგის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს სწორედ სპეციალურად მოწყობილ კარავში მოიცადოს.

რამოდენიმე დღეში მოეწყობა სივრცეც, სადაც შესაძლებელი იქნება დაკვირვება. მოქალაქეები განთავსდებიან ოთახში, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. დაკვირვების მედდა იქნება, რომელიც უკვე აცრილ პაციენტებს დააკვირდება, რომ რაიმე შემდგომი გართულება არ იყოს“, – განაცხადა ნოდარ ჩიმაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ვაქცინაციაზე მისული მოქალაქეებისთვის კარვები გაიხსნა. ვაქცინაციისთვის მისულ პირს რიგის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება სპეციალურად მოწყობილ კარავში მოიცადოს, სადაც გამაგრილებელი სისტემაც არის განთავსებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button