მნიშვნელოვანიმსოფლიო

დალაი-ლამა ჰოსპიტალიზებულია

ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი დალაი-ლამა, რომელიც 83 წლის არის, ინდოეთის დედაქალაქ დელის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. BBC-ს ცნობით, მას გულმკერდის ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა სამედიცინო ჩარევის შედეგად, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

დალაი ლამამ ტიბეტი 60 წლის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც ჩინური მმართველობის წინააღმდეგ, მის მიერ წამოწყებულმა აჯანყებამ მარცხი განიცადა. მას შემდეგ, ის ინდოეთში მოღვაწეობს.

დალაი ლამა ნობელის პრემიის ლაურეატია მშვიდობის დარგში.

მსგავსი პოსტები

Back to top button