მსოფლიო
დალაი ლამამ საავადმყოფო დატოვა

ტიბეტელი სულიერი ლიდერი და ორატორი დალაი ლამა დელის საავადმყოფოდან გაწერეს. მისი ჰოსპიტალიზაცია სამი დღის წინ მოხდა, რა დროსაც, ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც მისმა პრეს-სპიკერმა განაცხადა, 83 წლის დალაი-ლამა, თავს ძალიან კარგად გრძნობს.
დალაი ლამა ნობელის პრმიის ლაურეატია მშვიდობის დარგში. 60 წლის წინ, ჩინური მმართველობის წინააღმდეგ მიმართული წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, მან ტიბეტი დატოვა და დღემდე, ინდოეთში ცხოვრობს.