მსოფლიოსიახლეები

დამანგრეველი ტორნადო ჩეხეთში

ჩეხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქვეყნისთვის უჩვეულო, დამანგრეველი ტორნადოს გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიის შედეგად დაშავებულია 300-მდე ადამიანი, არიან დაღუპულებიც, მათი ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. ქარის სიჩქარე პერიოდულად 322 კმ/სთ იყო. ტორნადომ თითქმის მთლიანად დაანგრია რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ქარიშხალს თან ახლდა ძლიერი სეტყვა.

სტიქიის გამო, ჩეხეთის ბევრ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ფესვებიანად მოგლეჯილი ხეებით ჩაიხერგა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავისკენ მიმავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი. 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button