მსოფლიოსიახლეები

დამანგრეველი ცუნამი ინდონეზიაში

დამანგრეველ ცუნამის ინდონეზიაში მსხვერპლი მოჰყვა. გიგანტურმა ტალღებმა ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს გადაუარა და რამდენიმე დასახლება წალეკა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 160-ს აჭარბებს, დაშავდა ათასამდე ადამიანი.

სტიქიური უბედურებების სააგენტოს ინფორმაციით, ცუნამი მიწისძვრამ გამოიწვია, რომელიც თავის მხრივ ვულკანის ამოფრქვევას მოჰყვა. კარაკატაუს კრატერიდან ცეცხლოვანი მასა იფრქვევა. ამის გამო, გრძელდება განმეორებითი ბიძგებიც. გამოცხადდა განმეორებითი ცუნამის განგაშიც, შედეგად დაზარალებულ რეგიონში მაშველების გაგზავნა შეფერხდა, მოსახლეობა კი პანიკამ მოიცვა. განგაში ცრუ აღმოჩნდა და მალევე გაუქმდა.

სტიქიით დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ოპერაცია უკვე დაწყებულია. მაღალჩინოსნები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას ელოდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button