დამანგრეველმა Debbie-მ ავსტრალია დატბორა [Photo/Video]

ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში მდინარეები ადიდდა, რამაც რამდენიმე ქალაქის დატბორვა გამოიწვია. ეს იყო ტროპიკული შტორმის – Debbie-ის მიერ მოტანილი შედეგები, რომელიც ავსტრალიის სანაპირო ზოლში 3 დღის განმავლობაში მძვინვარებდა.

წყალდიდობის შედეგად ათასობით საცხოვრებელი და ავტომობილი წყლის ქვეშ აღმოჩნდა. მაშველებმა მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში 10 ათასი სატელეფონო ზარი დააფიქსირეს – ადამიანები სასწრაფო დახმარებას ითხოვდნენ.
სტიქიური უბედურების ზონიდან 110 ათასი ადგილობრივი მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა.
მეტეოროლოგების ვარაუდით, რამდენიმე საათში წვიმა შეწყდება და წყლის დონეც დაიწევს.

[print_gllr id=55558]

მსგავსი პოსტები

Back to top button