მნიშვნელოვანისიახლეები
დამეწყრილ ზონაში ნაპოვნია 4 ცხედარი – მაშველები ბავშვს ეძებენ

მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების სამაშველო სამსახური ამ დრომდე ეძებს მეხუთე, არასრულწლოვან ბავშვს.
გვიან ღამით ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც 3 ადამიანი იყო. დაკარგულად ითვლებოდა სახლთან მდგარ მანქანაში მყოფი ორი ადამიანიც.
მეოთხე ცხედრის პოვნამდე, მაშველებმა მანქანაში მყოფებისა და ქალის ცხედარი იპოვეს.
სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.