ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

დამქირავებლები დიპლომს არ ვუყურებთ – სავაჭრო-სამრეწველო პალატა

“დამქირავებლები დიპლომს არ ვუყურებთ”, – ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე თემატური მოკვლევა „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში“ შედეგები განიხილეს.

პერტაია ამბობს, რომ დღეს უამრავი ინსტიტუტია, რომელიც სხვადასხვა განათლების დამადასტურებელ დიპლომს გასცემს, მაგრამ დამქირავებლები რეალურად, სხვა რამეს აქცევენ ყურადღებას. ესაა პროფესიული უნარები. სამწუხაროდ ეს პრობლემა საქართველოში არის..

“რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, პრობლემას განათლების სამინისტრო და დონორი ორგანიზაციებიც აღიარებენ, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში იყო ბევრი პროექტი პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული და ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა, ბევრი ხალხი იყო ჩართული. ყველას ესმის, რომ პრობლემა არის, მაგრამ შედეგი არის ნულთან ახლოს.

15 წლის განმავლობაში მთავრობა ფიქრობდა, რომ ბიზნესზე უკეთესად იცის, რომელი კადრები სჭირდება მას. არადა ამ პროცესში მთავარი არის ბიზნესი და მთავარი მოთხოვნა ბიზნესიდან მოდის. მე რომ შემდუღებელი მჭირდება, შეიძლება ვუთხრა, მოამზადონ ეს ადამიანი და 2 წლის შემდეგ უკვე ახალი დანადგარი იყოს გამოსული. რეალურად, საკითხი ძალიან კომპლექსურია. ახლა ყველა გერმანულ მოდელზე საუბრობს, იქ საერთოდ ბიზნესი კარნახობს ყველაფერს. ბიზნესი ამბობს, რომ 5 წლის შემდეგ დასჭირდება ზუსტად ასეთი კადრი და მერე მთელი მთავრობა მუშაობს კადრის შექმნაზე“, – განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მისივე თქმით, კადრების დეფიციტის გამო, ბიზნესმა თავად შექმნა სასწავლებლები, რაც პერტაიას შეფასებითვე, კარგი არ არის, რადგან ბიზნესის საქმე არ არის ვინმეს რამე ასწავლოს, თუმცა რომ მიხვდნენ, რომ სხვანაირად ვერ მიიღებდნენ თანამშროლებს, გადაწყვიტეს, თავად ესწავლებინათ ხალხისთვისს.

მსგავსი პოსტები

Back to top button