მნიშვნელოვანი

დამწვარია სასტუმრო “რუმს თბილისის” ნაწილი

წუხელ ხანძარი გაჩნდა სასტუმრო “რუმს თბილისში”. სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენობიდან სტუმრების და თანამშრომლების ევაკუაცია დროულად განხორციელდა და არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობდა მეხანძრე-მაშველების 15 ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცეცხლი გაუჩნდა სასტუმროს სხვენის გადახურვას, სადაც განთავსებულია საკომუნიკაციო და სავენტილაციო შახტები.

დამწვარია დაახლოებით 180 კვადრატული მეტრი ფართობი. “რუმს თბილისის” დირექტორის, ვალერი ჩეხერიას განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა და სულ დაზიანდა ორი ოთახი.

მისივე განცახდებით, ევაკუირებული სტუმრები “რუმს თბილისიდან” გადაიყვანეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სასტუმროს მფლობელი კომპანიის, “აჭარა ჯგუფის” ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button