მნიშვნელოვანისაქართველო

დამტვრეული ავტომობილების ინსტალაციები, შსს-ს კამპანიის ფარგლებში დამონტაჟდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოციალური კამპანიის პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც, თბილისსა და რეგიონებში, გასულ კვირას, ბოძებზე დარჭობილი, დამტვრელი ავტომობილები დამონტაჟდა ამოყირავებულ მდგომარეობაში. როგორც გახარიამ აღნიშნა, შს სამინისტროს მიერ წამოწყებული კამპანიის მიზანია, კომფორტის ზონიდან გამოიყვანოს საზოგადოება, რომ მათ,
რეალურად შეაფასონ უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევა.

,,თუ ობიექტურ რეალობას არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიამ კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ პრეზენტაციაზე, საქართველოს გზებზე არსებული სტატისტიკაც გაასაჯაროვა. შს სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანი ემსხვერპლა, ბოლო 10 წელიწადში, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუოულთა რიცხვი კი 6 608-ია. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო, გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, ლიდერია როგორც რეგიონში, ისე ევროპაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button