“დანახარჯების შემცირება არ იქნება მასშტაბური”

“შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, მინისტრების ხელფასებს და ადმინისტრაციულ სამსახურებს, ალბათ უფრო იმ უწყებებს, რომლებიც გაერთიანდებიან,“ – ეს განცხადება, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

დავით სერგეენკომ მთავრობის რესტრუქტურიზაციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ სამინისტროების რეორგანიზაცია გამოიწვევს დანახარჯების შემცირებას, თუმცა საბიუჯეტო ხარჯის დაზოგვა მასშტაბური ხასიათის ვერ იქნება.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტები უკვე პარლამენტშია. მასზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში დღეიდან იწყება. ცვლილება რამდენიმე კანონში შედის, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება.

დავით სერგეენკო – ხმა ► [fap_track id=”67086″ layout=”list” enqueue=”no” auto_enqueue=”yes”]

მსგავსი პოსტები

Back to top button