“დანაშაულებრივი ქმედებისგან თავის შეკავებისკენ მოგიწოდებთ” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მარგველაშვილის თქმით, რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნესი.

“რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნესი, ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვენლოვან შემადგენელს, ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა,”- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისგან და პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ.

“თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი ტელევიზია საზოგადოებას ეკუთვნის.

„ნებისმიერი მედია ეკუთვნის საზოგადოებას, იმ თანამშრომლებს, რომელიც ჩვენი ცხოვრების შემადგენელ მედია პროდუქტს ქმნიან,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button