სპორტი

დანი ალვეშს ბარსელონაში ყველაზე დაბალ ხელფასს გადაუხდიან

ესპანურ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ,რომლის მიხედვითაც ბარსელონაში დაბრუნებულ მცველს,დანი ალვეშს ლა ლიგაში არსებული პროტოკოლის მიხედვით, ყველაზე დაბალ ხელფასს გადაუხდიან.

სახელდება კონკრეტული რიცხვი.38 წლის ალვეში კატალონიურ გრანდში თამაშისთვის წელიწადში 155 ათას ევროს მიიღებს.

ესპანეთის ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად უმაღლესი დივიზიონის პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ამაზე დაბალი ხელფასის გადახდა უბრალოდ არ შეიძლება.

ბარსელონას ხელმომჭირნეობის მიზეზად ახალი სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება და ბიუჯეტში სათანადო თანხის არარსებობა სახელდება

დანი ალვეშმა თავისი ხელფასის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ბარსელონაში დაბრუნება ისე სურდა, მზად იყო სრულიად უხელფასოდ დახმარებოდა გუნდს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიაში 2008-2016 წლებში თამაშობდა და კლუბთან ერთად 23 ჯილდო აქვს მოპოვებული.

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში კი მისი მონაგარი 119 მატჩის და 8 გატანილი გოლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button